იცით თუ არა, რომ

  21 მარტი, 2020
        დღეს რა გვაქვს გეგმაში, ისე რაღა გეგმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დროა გეგმები გვერდით გადავდოთ და "გუგული დეიდას" მივაკითხოთ...

თემატურს,
       ძალიან საინტერესო,  
                              მნიშვნელოვან და 
                                                      საჭირო ფაქტებს
                                                                             გაგაცნობთ.



ვიწყებთ:

-იცით თუ არა , რომ  საგანგებო მდგომარეობა არის ის გამონაკლისი ერთ-ერთი კანონით განსაზღვრული შემთხვევა,როდესაც სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს  ჩვენი კონსტიტუციით  აღიარებული გარკვეული უფლებები.
დღეს ,ყველა ჩვენგანს, საგანგებო მდგომარეობაში გვიწვეს ცხოვრება, ამიტომ გიზიარებთ კანონს საგანგემო მდგომარეობის შესახებ, რომელიც დეტალურად გაგაცნობთ დაინტერესების შემთხვევაში, თუ რა საფუძვლით და რა დონემდეა შესაძლებელი სახელმწიფოს მიერ ჩარევა ჩვენს უფლებებში, რათა არ მოხდეს გაუმართლებელი და არათნაზომიერი ჩარევა ჩვენს უფლებებში.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/33472?publication=6

-იცით თუ არა,რომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის  საერთაშორისო დღედ აღინიშნება,სწორედ ამ დღეს შეიქმნა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი " ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" გაეროს მიერ, რის საფუძველზეც 1950 წელს, გაეროს ინიციატივით, ეს დღე - ადამიანის უფლებათა დაცვის დღედ გამოცხადდა. 
იმედი გვაქვს, სასარგებლო ინფორმაცია იყო თქვენთვის, ასევე მეტი ინფორმაციისთვის, გიზიარებთ საერთაშორისო დღეების აღმნიშვნელ კალენდარს, სადაც წლის განმავლობაში ძალიან საინტერესო დღეების აღმოჩენას შეძლებთ, რომლის შესახებაც ეტაპობრივად ჩვენი ბლოგის მეშვეობითაც შეძლებთ ინფორმაციის მიღებას ...
http://www.ungeorgia.ge/geo/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/calendar#.Xrwlk2gzbIV


-იცით თუ არა,  რომ საქართველოს კონსტიტუცია, რომელის მეორე თავში ვხვდებით ადამიანის ძირითადი უფლებებს და თავისუფლებებს  ქვეყნის უზენაეს კანონს წარმოადგენს.საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს[5]. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით... 
აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ ჩვენი უფლებების დაცვა, წარმოადგენს მის კონსტიტუციით აღიარებულ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
    

-

2 comments:

  1. ეს ნაწილი ბლოგის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილად მიმაჩნია...
    ვფიქრობ მეტი საინტერესო ფაქტიც ცოდნა ჩვენი უფლებების შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვს...

    მადლობა და მეც წარმატებებს გისურვებთ!

    ReplyDelete
    Replies
    1. მიხარია,რომ მოგეწონათ <3 დაელოდეთ კიდევ ბევრ საინტერესო ინფორციას ავტვირთავთ <3 <3

      Delete

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...