ოცი-ოცის გამოწვევები

 10 მაისი, 2020
           დილიდან ვგრძნობ " კალამი მეძახის"😉 გარეთ წვიმს და თან კვირაა, ხოდა რა მიშლის ხელს, არც არაფერი...
        ოგადად, მიმაჩნია , რომ ძალიან რთულია იმის გააზრება , რაც საკუთარი თვალით არ გვინახავს, იმ გემოს აღქმა, რომელიც ჯერ არ გაგვისინჯავს ,
რთულია იწამო იმის, რაც რელურად არ გინახავს.....
        ვენ ადამიანები, რომელიც დიდი ხანია იმ პირველი ჰომო საპიენს საპიენსის საამაყო შთამომავლებად ვიწოდებით ,  გაცილებით მეტი გავაკეთეთ ჩვენი განვითარებისთვის, ვიდრე მაგალითად ჰომო რუდოლფესის გარდასახვას დასჭირდა ჰომო საპიენსამდე, გაცილებით მეტი ვიბრძოლეთ ვიდრე ნებისმიერმა  სხვა დედამიწის კონტინენტზე ჩვენზე ადრე დასახლებულმა არსებებმა, დღეს ჯაჭვურად ვაგრძელებთ ამ პროცეს, ბევრს ვკითხულობთ, ვსწავლობთ ,ვუსმენთ, ვაფასებთ, ვაანალიზებთ და დასკვნებს ვდებთ.  თუ მსოფლიო ისტორიას გადავხედავ, ჩვენთვისაც,  ასეთი“ზე ჰუმანურ” არებებისთვისაც კი( არ იფიქროთ, რომ სარკაზმს ვიყენებ აქ ) მეთოთხმეტე საუკუნეში დაწყებული “შავი ჭირი” ,ზოგისთვის უბრალოდ მძიმე ისტორილი პერიოდია , რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ზოგისთვის იგი ,ჩემს მსგავსად, ფერწერულ ტილოსთან - “სიკვდილის ტრიუმფთან”( პიტერ ბრეიგელ- უფროსი) ასოცირდება,რომელიც თითქოს კადრების სახით ცოცხლდება გონებაში,  თუმცა დარწმუნებული ვარ, მის სიმძიმის აღქმა,თითოეული დაღუპული ადამიანით გამოწვეული სიმძიმის შეგრძნება ფაქტობრივად შეუძლებელია, არა იმიტომ , რომ საკმარისად ჰუმანურები არ ვართ , არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვიგვრძვნია ეს ტკივილი, ჩვენ არ განგვიცდია ჩვენი შვილების, მეგობრების, ახლობლების წასვლა ამ ქვეყნიდან, ჩვენ არ შეგვხებია ეპიდემიით გამოწვეული გაჭირვება და ჩვენ არ გაგვინაწილებია ბოლო ნაჭერი პური ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის.


ეს  რეალობაა და რა ხდება დღეს ჩვენთან, რამაც ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა, სრულად შემთხვევით, მოუმზადებლად აღმოვჩნდით  იმ რეალობაში, სადაც  ახალმა პანდემიამ ( covid-19 ) ფაქტობრივად გადაუარა  მსოფლიოს თავისი მჭრელი სათითეებით და ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ გვეშინია იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლება დასაწყისი იყოს.... ღეს ბევრი კრიტიკოსი წერს რომ შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა მოვლენების ასეთი სიმწვავე, დროული რეაგირებით თუმცა არავინ სვამს კითხვას როგორ? ვენ თავად (კიდევ და კიდევ ხაზს ვუსვამ- ამ დონემდე განვითარებულ ერს) გაგვიჭირდა “საფრთხის “ გააზრება ადრეულ ეტაპზე,  შეიძლება იფიქროთ რომ უხეში შედარებაა, მაგრამ ალბათ  მსხვერპლის გარეშე  დამთავრდებოდა რაჭაში მომხდარი  მიწისძვრა 1990 წელს  წინასწარ რომ გვცოდნოდა , რომ იგი მოხდებოდა და რა შედეგს გამოიწვევდა… ამას იმიტომ ვამბობ, შეიძლება ბევრი რამ ვიცით, მაგრამ  რთულია რამის გაანალიზება და დასკვენის გაკეთება სანამ ეს რეალური შედეგი არ შეგვეხება ჩვენ, ჩვენ თანატოლებს, ჩვენს მეგობრებს,ახლობლებეს,ჩვენს სამშობლოს და ზოგადად ჩვენს კონტინენტს…


   სამწუხაროა, მაგრამ 21-ე საუკუნეშიც დღეს , ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე ხდება , თუმცა ჯერჯერობით მაინც მიჭირს იმ სრული სიმძიმის გააზრება ,რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესმა,  როცა ისევ მართალია “საბრძოლველად გამზადებულ” , თუმცა უჩვეულოდ თბილ გარემოში ვაგრძელებ ცხოვრებას. ყველა ფიქობს,რომ შეიძლება რესურსების ამოწურვამ(ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ) მნიშვნელოვნად მოგვაყენოს უჩვეულო დარტყმები, თუმცა კიდევ უფრო მეტად მაწუხებს ადამიანური რესურსების(ადამიანური გრძნობების, ნებისყოფის, პოზიტიური განწყობის, სიხალისის) დეფიციტის პრობლემა; ყოველთვის მიმაჩნდა , რომ ისევე ციმციმებს ადამიანის თვალები გალაქტიკიდან, როგორც ჩვენ ვხედავთ ვარსკვლავებს ყოველ საღამოს; არ მინდა , რომ ამ მდგომარეობამ ჩააქროს ჩვენს თვალებში ეს სიციმციმე.არ მინდა, რომ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებაზე მეტად ფსიქიატრიული დაწესებულებები დაგვჭირდეს. არ მინდა რომ „ონლინ სწავლება“ გაგრძელდეს (მიუხედავად იმისა რომ მომწონს ყველა ახალი წამომყება,რომელიც ჩვენი განვითარებისკენ არის მიმართული)

ვიცი, , რომ ისეთი სოციალური არსებებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, რთულია ამ რიტმში ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ყოველგვარი ასეთი ფიქრის დაბადების შემთხვევაში, შემიძლია ჩემი ერთი ჯადოსნური მეთოდი გაგიზიაროთ: ყოველ დილით თუ ახედავთ ცას და მზე ისევ ისეთი სიკაშკაშით გაანათებს თქვენთვის, როგორც ყოველ დღეს( მიუხედავად იმ დღის  სიმძიმისა),თქვენ არ გაქვთ უფლება საპასუხო განწყობით არ შეხვდეთ მას.მზე, ჩემთვის(  და იმედი მაქვს უკვე ჩემი მკითხველის  ნაწილისთვის)მუდამ პოზიტივის, სითბოსა და ბედნიერების სიმბოლოა.
 დიდი იმედი მაქვს სულ მალე ყველაფერი თავის რიტმს დაუბრუნდება, მათ შორის  ჩვენი დაწყებული საქმე კვლავ გაგრძელდება.

17 მაისი,2020


აგერ, უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიო თავდაუზოგავად ებრძვის სასტიკ, ადვილადგავრცელებად, რთულადამოსაცნობ და საშიშ სენს-ახალ კორონავირუსს-ე.წ. COVID-19-ს . ამ სენს ჩვენც ვებრძვით, მოსწავლეები...ვებრძვით ჩვენებურად: ვიცავთ სანიტარიისა და ჰიგიენის წესებს, სახლიდან არ გავდივართ, ხელებს იმდენჯერ ვიბანთ, სათვალავიც ამერია, საგაკვეთილო ჩართვებშიც ვაქტიურობთ და ერთმანეთსაც ვამხნევებთ... მაგრამ სანამ ჩვენ სახლებში ჩვენს ოთახის მცენარეებს ვუვლით, სარკმლიდან მზეს, ფეისბუქიდან კი ერთმანეთს ვამხნევებთ, ჩვენი გარე სამყარო საპატარძლოდ ემზადება: ტყემლები აყვავდა, ფრინველები გააქტიურდნენ, დათბა... გახედავ და გგონია, რომ ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ-არა! ცარიელი ქუჩები და სკვერები უმალვე შეგახსენებენ, რომ ეს გაზაფხული სხვა არცერთს არ ჰგავს... და მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში ახლადაფეთქებეუი ატმისა და ალუჩის სურნელება ტრიალებს, დედა ძველებურად იღიმის ( და ზოგჯერაც არ ჩანს იღიმის თუ არა, რადგან თუ გარეთ გავა, პირბადით დადის), სადღაც შორიდან მთებს შერჩენილი თოვლიც კი მშობლიურად გეჩვენება, ყველა ერთსა და იმავეს გაიძახის : ,,დარჩისახლშიიი!“ კი, ბატონო! სახლში, ვარ, მაგრამ ჩემი ეკოსისტემა? მე, შენ და ჩვენ ყველას უფრო მეტი გვინდა გავიგოთ ჩვენი ეკოსისტემის მტერზე, გამიგონია: ,,მტერი რომ დაამარცხო, მასზე ბევრი უნდა იცოდეო!“
მაინც რა არის კორონავირუსი, საიდან გაჩნდა, როგორ ვრცელდება, როგორ ებრძვიან მას ექიმები, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს დედაბუნებას ამ უხილავ მტერთან ბრძილაში?
ამ კითხვებზე პასუხისათვის არავის არ ვწვევივარ, ( სურვილი კი მქონდა, სპეციალისტებისათ ვის მიმემართა, მაგრამ...სახლიდან გაუსვლელად?) ჰო, და ა...ბატონო ინტერნეტი!..
კორონავირუსი გახლავთ ვირუსების ჯგუფი, რომელიც იწვევს მწვავე რესპირატორულ ინფექციებს. მისი სიმპტომებია; ხველა, სიცხე და სუნთქვის უკმარისობა. ეს ვირუსი პირველად სამხრეთ ჩინეთში გამოჩნდა 2002 წელს, შემდეგ კი 20-მდე ქვეყანაში გავრცელდა და 800 ადამიანი იმსხვერპლა. როგორ ვრცელდება? ეს ინფექცია ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე და --პირიქით. 2012 წელს ასეთი შემთხვევა ( ადამიანზე ვირუსი აქლემიდან გადავიდა) არაბეთში მოხდა.
ამ ვირუსის დამარცხების ყველაზე დიდი შანსი აქვთ ადამიანებს, რომელთაც მტკიცე და ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ : ,,ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია“.
(https://fortuna.ge/fortuna/post/ra-aris-koronavirusi-სტატია 22.01.2020)
მაშასადამე, ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი ყოფილა ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერება. თუ ჩვენი სხეული ,,აღჭურვილი“ იქნება იმ აუცილებელი ნივთიერებებითა და ვიტამინებით, რომელნიც დაგვეხმარებიან ,,დაუპატიჟებელი“ ვირუსის მიკრობებთან ბრძოლაში, ჩვენ ვეღარ მოგვერევა ვერანაირი ვირუსი. საზოგადოებრივ-რელიგიურ ინტერნეტჟურნალ ,,ამბიონის“ ერთ-ერთ ადრინდელ ნომერში გარკვევით გვირჩევენ, რომ უნდა დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი ( მართალია დღესდღეობით სუფთა ჰაერზე ვერ ვირბენთ ეზოში და ვერც სპორტული აქტივობებით გავიხალისებთ თავს, მაგრამ სახლის პირობებშიც შეგვიძლია ვარჯიში. ჩვენსავე ოთახში შიძლება სავარჯიშო ლეიბის მოწყობა და ტელეგაკვეთილების წინ შესაბამისი სატელევიზიო ვარჯიშის ინსტრუქციების გათვალისწინება) ; ამავე ჟურნალში ვკითხულობთ ფარმაცევტის რჩევებს :
• ,,მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული და ბუნებრივი ხილის წვენები...
• 1 თავი ხახვი დაჭერით წვრილად. დაუმატეთ 1 ს.კ თაფლი და 1 ჩ.ჭ. რძე. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.
• ,, სასმელ წყალში ჩააწურეთ ლიმონი და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში“;
5 ცალი ალოეს ფოთოლი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და 400 გრ გადადუღებული წითელი ნატურალური ღვინო. მიიღეთ 2ჩ. კ. უზმოზე 2-ჯერ დღეში. შეინახეთ ბნელ და ცივ ადგილას. მკურალობის კურსი – 2-3 კვირა. სასურველია 1 კვირის განმავლობაში მაინც შეძლოთ მისი მიღება“.http://www.ambioni.ge/rogor-gaviumjobesot-imuniteti-xalxri-metodit
ამავე სტატიაში დასახელებულია ადამიანის იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი არაერთი სხვა საშუალება: სოკო. შავი შოკოლადი, მაწონი, უმი გოგრის წვენი და თაფლი, ლიმონი, ნიორი, ხახვი... ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა სასიცოცხლოდ მნშვნელოვანი გახდა თითოეული ჩვენგანისათვის.
და მაინც, რა უნდა ვიცოდეთ, თუ ყველაფერი გავაკეთეთ იმუნიტეტის ასამაღლებლად და საშიში ვირუსის გავრცელების საფრთხე მაინც არსებობს? როგორ დავიცვათ თავი ამ ვირუსისაგან, რამდენ ხანს ცოცხლობს ის? სად მთავრდება მისი არსებობა და სად გადის ზღვარი ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმისა?
როგორც კვლევებმა აჩვენა, ახალი კორონავირუსი-კოვიდ-19 საგნების ზედაპირზე რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ცოცხლობს, ჰაერსი კი საათობით შეუძლია იარსებოს. ,,აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), პრინსტონის უნივერსიტეტის და UCLA-ს მიერ ჩატარებული კვლევით, რომლის შედეგები გამოქვეყნებულ იქნა სამედიცინო ჟურნალ The New England–ში, Kovid-19 ვირუსი, დაცემინების, ან ხველების შემდეგ, წვეთების სახით ჰაერში სამ საათამდე რჩება“ https://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/2020/03/20/mkvlevarebma-kovid-19-sic-oc-xlis-xangrz-livoba-daadgines-1381893 20.03.2020 ~ 07.04.2020).
თუმცა, იმავე სტატიაში თვალნათლივ დაფიქსირებულია, რომ ჰაერში საათობით არსებული ვირუსი, ნელ-ნელა კარგავს ზემოქმედების ძალას და ინფექციის უნარს.
ჩვენი ქვეყანა ისე აქტიურად ებრძვის ამ ვირუსს, რომ დარწმუნებული ვარ, მალე ალუბლის ხეებიდან თავად მოვკრეფ ალუბალს, შევკონავ ყაყაჩოებსა და ღიღილოებს პურის ყანაში, ეკოკლუბის ფარგლებში დაგეგმილ და გადავადებულ პროექტებსაც დაუბრკოლებლად გავახორციელებ და სხვა ღირებულებებით ( სადაც ჯანმრთელობა პირველ ადგილზე იქნება) გამოცოცხლებულ სამყაროს გადარჩენას მოვულოცავ, მანამდე კი გავითვალისწინოთ ჩვენი ექიმების რჩვები: ხელების ხშირი დაბანა, პირბადეთა და ხელთათმნების გამოყენება, სწორი კვება და სახლში ვარჯიში, სუფთა ჰაერი აივნიდან ან სარკლმლიდან და ფიქრი მხოლოდ პოზიტიურ თემებზე!
პირადად მე, ვირუსთან გამარჯვების დღეზე ვფიქრობ, ალბათ- დააწესებენ! და ჩვენ ეკოკლუბელები ამას უსათუოდ აღვნიშნავთ, თანაც იქ აღვნიშნავთ, სადაც მოგვესურვება! ჯანმრთელობას გისურვებთ, რადგან ახალ, უხილავ, ძნელადდასამარცხებელ და ვერაგ მტერთან ბრძოლაში ის პირველი იარაღია, რომელიც გაგვამარჯვებინებს.

4 comments:

  1. ძალიან კარგია <3 მადლობა

    ReplyDelete
  2. ეს რეალობაა დღეს ჩვენ სახლში დარჩენით გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა

    ReplyDelete

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...