ევროპას ...


  14 მაისი, 2020  
    
   გავიღვიძე, რაღაც ახალი შემართებით ვარ დღეს, მთელი ღამე ჩემს ქვეყანაზე მეფიქრებოდა.გქონიათ ალბათ ასეთი შემთხვევა, როცა ფიქრობთ,რომ შენმა ხმამ შეიძლება რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ. ასეთ დროს გინდა, რომ იყვირო, ოღონდ კი რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთო შენი ქვეყნისთვის... და მაინც ყველაზე მაგარი გრძობა იცით რა არის? კარგი შედეგით ტკბობა, კი შეიძლება ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ის სიამაყე, რასაც  განიცდი შენი შეტანილი წვრილის გამო ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, ყველაზე აღმატებული გრძნობაა ჩემთვის...
გადავწყვიტე ევროპას მივმართო...
 გახსოვთ, ოჯახზე ვსაუბრობდი, როგორც პატარა სახელმწიფოზე, სადაც თითოეული წევრი ანგარიშვალდებულია ოჯახის წინაშე. მიმაჩნია, რომ ჩვენც, ჩვენი პატარა ქვეყნით ევროპის, ზოგისთვის შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კაშკაშა ნაწილს წარმოვადგენთ. ჩვენ ყველასგან გამორჩეული   ევროპის ნაწილი ვართ, განა ჩვენს ტერიტორიაზე არ ცხოვრობდნენ პირველი ევროპელები?!- „მზია და ზეზვა“, განა ჩვენ არ ვიყავით ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი?!ხანდახან მგონია, რომ ევროპა წუხს, წუხს იმაზე, რომ გაუჭირდათ ისეთი კულტურის შენარჩუნება, როგორითაც აზია დღემდე თავს იწონებს. ჩვენ კი, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა უაღრესად მნიშვნელოვანი, შეიძლება ვუწოდოთ პირველ ევროპელთა კულტურა(აზიურთან შერწყმული, რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის მას...)  და კიდევ იტყვით რომ, ევროპის კაშკაშა ნაწილი ჩემი გაზვიადებული ნათქვამი იყო?
ჩემო ევროპავ, ჩემი ეს მომართვა მინდა მადლობით დავიწყო...
მადლობა, რომ მიმიღე ისეთი როგორიც ვარ,მიუხედავად ჩემი „განსხვავებული“ რელიგიისა, რასისა, კანის ფერისა, ორიენტაციისა;
მადლობა,რომ სიტყვა „განხვავებულობა„ამოიღე უარყოფითი სიტყვათა ლექსიკონიდან და ერთ-ერთ საამაყო ადგილას გადაიტანე ჩვენს ცნობიერებაში;
მადლობა, რომ გვეხმარები დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაში;
მადლობა, რომ მუდამ მაქვს შესაძლებლობა მოგმართო მაშინ, როცა ჩემი უფლებები უხეშად დაირღვევა;
მადლობა, რომ ხარ ყველაზე ჰუმანური, ტოლერანტი, მეგობრული, სანდო, მზრუნველი, მიუხედავად ჩემი შეცდომებისა და დანაშაულებისა;
მადლობა, რომ მაძლევ საშუალებას მივიღო  ხარისხიანი განათლება, მიუხედავად ჩემი ეკონომიკური მდგომარეობისა;
მადლობა, რომ შემიქმენი კონკურენტული, სამართლიანი გარემო;
მადლობა, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა მოვერიო უდიდეს პანდემიას და ჩვეულ გარემოში გავაგრძელო ცხოვრება;
და კიდევ
ბევრი მადლობა, მადლობა, მადლობა, მადლობა , მადლობა...
 არვიცი შეიძლება ცოტა სასაცილოდაც ჟღერს, მაგრამ, მინდა, რომ ჩემი დახმარების ხელი გამოგიწოდო და გითხრა, რომ თუ შემეძლება- შემიძლია ჩემი მცირე რესურსებით დაგიდგე მხარში ყოველთვის, როგორც შენი პატარა შვილი.
იქნებ დაგჭირდეს ჩემი ხმა,  იქნებ ადამიანური რესურსი დაგჭირდეს ჩემი, იქნებ უბრალოდ მხარში დგომა გჭირდებოდეს, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთების დრო დადგება...
ვიცი ზოგჯერ შეუძლებელია გაწეული შრომის მნიშვნელობით რელევანტური „ანაზღაურების“ შემოთავაზება, მაგრამ მე შევეცდები, მე, გპირდები ყველაფერს გავაკეთებ საჭიროების შემთხვევაში(ოღონდ დაგჭირდე ...).

18 მაისი,2020

   რაც არ უნდა გამოგვრჩეს...




22 მაისი,2020

     ეს საინტერესოა:

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=566728907555044&id=293119388249332


3 comments:

  1. პირველ რიგში მადლობა თქვენ ბავშვებო <3

    ReplyDelete
  2. ყველაზე ხშირად ალბათ მადლობის თქმა გვავიწყდება ხოლმე რიგ შემთხვევებში, კარგი მესიჯი იყო მეგობრებო მადლობაა💙

    ReplyDelete

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...