იპოვე საკუთარი თავი

 07 მაისი, 2020
   
   
        ვფიქრობთ, სანამ ჩვენს როლს გავაცნობიერებთ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ჩვენი თავი სად ვართ, ვინ ვართ, რა როლი გვაკისრია..
   
        სამყაროს ქუჩებში დადიან ფიქრები. ფიქრები შავ-თეთრ სამოსს რიგრიგობით მოირგებენ.ზოგჯერ კი მათ იდილიაში ჭრელი ოცნებები შეერევიან,ხანაც ერთ დროს ფსკერზე ჩაძირული მოგოება ამოტივტივდება და ფიქრის ზღვას შეერევა . ზოგჯერ კი ფიქრის სარკმელში მზე შეანათებს იმედის აჩრდილის სახელით.
    ირგვლივ სიჩუმეა, ფანჯრიდან ჰორიზონტს გავცქერი, რეალობა  და  ოცნება ერთმანეთს ელამუნება თითქოს შორიდან ეტრფიან ერთმანეთს. უკიდეგანო სამყაროში ყველაფერი დაფანტულია, თითქოს ირგვლივ ბურუსი და ქაოსია, თითქოს ჩუმი სიტყვები ყვირიან. სამყარო იმდენად  დიდია თავს უმისამართო აჩრდილივით ვგრძნობ. თითქოს ფიქრებში დავიკარგე...
ამხელა სამყაროში რთულია იპოვო საკუთარი თავი. მითუმეტეს, რომ ახლა სამყარო ისედაც აღელვებულია, ახლა სამყარო ბობოქრობს, იბრძვის, იბრძვის მაგრამ თითქოსდა უშედეგოდ. ირგვლივ ისევ სიჩუმეა... სჩუმე და კვლას სიჩუმე...

სიჩუმეა და უნებურად მეფიქრება, კითხვაზე -- რას ნიშნავს სკუთარი თავის პოვნა?
საკუთარი თავის პოვნა სკუთარი ხასიათის , ღრმა ფიქრების, სურვილების, ოცნებების, გრძნობების, ქმედებების კონტროლს ნიშნავს. 
იპოვო საკუთარი თავი ნიშნავს იცოდე  საკუთარი ყველაზე ბნელი და ყველზე ნათელი მხრები,იცოდე რა გინდა, იცოდე რისთვის ხცოვრობ, იცოდე რას ფიქრობ ყველასა და ყველაფერზე, იცოდე  რისი გაკეთება შეგიძლია და რისი  დაკეთება გინდა , იცნობდე საკუთარ თავს, იცოდე ვინ ხარ სინამდვილეში.
იპოვო საკუთარი თავი საზოგადოებაში ეს კიდევ სხვა რამეა, ეს ნიშნავს საზოგადოებაში დაიმკვიდრო საკუთარი მორალური და ღირსეული იდგილი, გამოხატო საკუტარი აზრები და ემოციები,შეძლო  თვითრეალიზაცია სამყაროში.
სიჩუმეა...ქუჩაში წვიმს. წვიმა ყვირის ანთებული თვალებით. თითქოს სადაცაა ცა გაიხევა , გაიხევა და უთვალავ ბრაზს ამოხეთქავს. სიჩუმეა...
სიჩუმეა და  ჩუმი შინაგანი ხმა ყურში ჩამყვირის იპოვე საკუთარი თავი!“



ემოციების გაზიარება არ დაგავიწყდეთ კომენტარებში , ჩვენთვის თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ..

2 comments:

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...