ისევ იმავეზე- უბრალოდ, კითხვა პასუხის რეჟიმში

 20 აპრილი , 2020   
  გუშინ გავიგე, რომ ჩემი მეგობრის დამ, გერმინიიდან ჩამოფრენის შემდეგ, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი მშვიდობიანად " მოიხადა" და ოჯახს დაუბრუნდა, კარგი ჟურნალისტივით მაშინვე მასთან გავეშურე ( ვიცი, რომ მთლად კეთილგონივრულად ვერ ვიქცევი, მაგრამ კონკურსი მსხვერპლს მოითხოვს 😉)

     ნინო მანშველიშვილი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია,წამატებული სტუდენტი,მრავალ საინტერესო საერთაშორისო პროგრამის მონაწილე, რომელიც მოგვიყვება თავისი "პანდემიური გამოციდლების" შესახებ...

               
   - მოგესალმებით ნინო, ვიცით, რომ პანდემიის დროს გარკვეული პერიოდით იყავით გერმანიაში, მოგვიყევით იქ გატარებული დროის  შესახებ,კონკრეტულად  რა ვითარება იყო იქ?

    -მოგესალმებით, მადლობა ინტერვიუსთვის. პანდემიის დროს, ვიმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით (youth exchange) მარტის თვეში, გერმანიაში ორი კვირის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წითელ ზონად მიიჩნეოდა „კოვიდ-19“ ის გავრცელების თვალსაზრისით, ყველა ჩვენგანი და მათ შორის გერმანიის მოქალაქეებიც ძალზედ ცივილიზებულად იცავდნენ სოციალურ დისტანციასა და მიჰყვებოდნენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა წესს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებად იყო პანიკა, რაც გვაძლევდა სირთულეების დაძლევის საშუალებას.

  -  მაინტერესებს  იყო თუ არა  აუცილებლობა იმისა, რომ დაგეცვათ ჰიგიენის წესები(თუნდაც გამოგეყენებინათ ხელთათმანები, პირბადეები) ან სავალდებულოდ  თუ ითვლებოდა შესაბამისი ნორმების დაცვა?

  -  მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჰიგიენა მართლაც უმაღლეს დონეზე იყო დაცული, რაც გამოიხატებოდა ყველა საჯარო, თუ კერძო დაწესებულების არეალში. პროექტის მონაწილეებს ძირითადად გვიხდებოდა სასტუმროს არეალში ყოფნა, თუმცა სასტუმროს არეალში მთელი ინტერიერი აღჭურვილი იყო შესაბამისი ანტისეპტიკური საშუალებებით, რაც ინფექციის გავრცელების პრევენციას უწყობდა ხელს. გარეთ გასვლის ე. წ ექსკურსიის შემთხვევაში ყველა ჩვენგანი ატარებდა პირბადეს, და შესაბამისად აღჭურვილი ვიყავით ანტისეპტიკური საშუალებებით.

  -  თუ შეიძლება დაგვიზუსტეთ რა სიტუაცია იყო აეროპორტში ,აგრეთვე, ვიცით რომ იყავით კარანტინში, თუ შეგიძლიათ  აღგვიწერეთ კარანტინის პირობები?

    -იმ პერიოდში ვითარებიდან გამომდინარე შეწყდა გარკვეული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ინფორმირებული ვიყავით, რომ მეორე დღიდან აღარ იქნებოდა ფრენა და იძულებული გავხდით შეგვეცვალა ბილეთი, და ერთი დღით ადრე მოგვიწია ჩამოსვლა საქართველოში, შესაბამისად მეორე დღიდან გაუქმნდა აღნიშნული რეისები. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, სიტუაცია იყო არაადეკვატური ,ხალხი იყო დაპანიკებული, ოთხი ქვეყნიდან შემოსული თვითმფრინავის მგზავრებს უკეთებდნენ სკრინინგს და „ხარისხდებოდა“ ხალხი ორკვირიანი კარანტინისთვის. მომიწია თბილისის სასტუმროში ყოფნა ორი კვირის განმავლობაში, სადაც სიტუაცია იყო ნორმალური და დადებითი. ყურადღება მომსახურე პერსონალის მხრიდან იყო შესაბამისი. გვქონდა თერმომეტრი და ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მდგომარეობის შესახებ. იყო სამჯერადი კვება და დაცულები ვიყავით ჩვენც და მომსახურე პერსონალიც შესაბამისად.

  -  ნინო, გთხოვთ მოგვითხროთ შენი მხრიდან როგორ იყო კარანტინის ცხოვრება, ორიოდე სიტყვით გვითხარით რას აკეთებდით ამ ორი კვირის განმავლობაში?


 -   დავიწყებ იქიდან, რომ მართლაც რთული იყო ორი კვირის განმავლობაში მარტო ყოფნა ერთ ოთახში, მაგრამ საკმაოდ პროდუქტიულიც. ვესწრებოდი ონლაინ ლექციებს და ვასრულებდი შესაბამის დავალებებს. ასევე,  ვაკეთებდი სპორტულ ვარჯიშებს დროის გაყვანის მიზნით, გარდა ამისა, მეგობრებს გვქონდა ონლაინ ჯგუფები, რითიც ვიქცევდით თავს. ნაწილობრივ რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ საბედნიეროდ დავძლიეთ. 

   - მადლობა ნინო, ასეთი გულწრფელი საუბრისათვის. იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად იქნება და კიდევ ბევრ პროექტში მიიღებ მონაწილეობას. მიხარია, რომ ჯანმრთელად ხართ, გისურვებთ წარმატებებს.

 - მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩემით. ჯანმრთელობას გისურვებთ. გირჩევთ, რომ დავრჩეთ სახლში. 
    

20 მარტი 2020 წელი
მგონი ჟურნალისტობამ (და საერთოდ ამ რუბრიკამ) გამიტაცა, ახლა სკოლის დირექტორთან მინდა დისტანციური სწავლების გამოწვევებზე ჩავწერო...არ არის ურიგო თემა, რას იტყვით? ინტერვიო მესენჯერით დირექტორთან ..უპს რა სახალისოა 🤣



1.     დისტანციურ სწავლების მიმართ საზოგადოების ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო სკეპტიკურადაა განწყობილი, მითუმეტეს, როცა საუბარი რეგიონის სკოლებს ეხება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ახალი მეთოდის გამოყენება, როგორ ემზადებიან, რაიონის საჯარო სკოლები დისტანციური სწავლებისთვისფორს-მაჟორულ სიტუაციამდე ჰქონდათ თუ არა მასწავლებლებს ონლაინ სწავლების რაიმე სახის გამოცდილება?
-              ქალაქ ახალციხეში და ახალციხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლაპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეულ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლები, როგორც დანარჩენი სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  განვითარები სეპოქაში, დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბითდისტანციური სწავლება სრულიად მისაღები რეალობაა .
ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმნათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები Teams -ის პროგრამით და ქართული პლიკაციაFeedc Edu -ითსარგებლობენ (აღნიშნული ქართული პლატფორმა სრულყოფილად მუშაობს და არსჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი) ,Feedc Edu -    უფრო გაზარდა ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხმარებელი სკოლების რაოდენობა და თითქმის სრულად გაუმჯობესდა დისტანციური სწავლება თითოეულ სკოლაში.
სისტემატიური კომუნიკაცია გვაქვს სკოლის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სწავლა-სწავლების პროცესის დისტანციური საშუალებებით წარმართვის პროცესის სტრუქტურირებულად და ნაყოფიერად წარმართვაში განსაკუთრებულად გვეხმარება პოზიტიური, დროული ინიციატივა სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი – „ტელესკოლა“, რომლის მრავალფეროვანი ფორმატი გვაძლევს საშუალებას დღის მნიშვნელოვანი ნაწილი საინტერესოდ, ხალისიანად და ეფექტურად წარიმართოს.აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი და პროექტი ტელესკოლა ავსებს ერთმანეთს.
მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა და მათიო ჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად შერჩა სამინისტრო რეკომენდაციების საფუძველზე ალტერნატიული საკომუნიკაციო ფორმა.
აღნიშნული პროცესების წარმატებით წარმართვაში გვეხმარება გამოცდილება, რომელიც გვაქვს ტექნოლოგიების და ელექტრონული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, მოგახსენებთ, რომ ყოველთვის იყო სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფა, ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მასწავლებელს აქვს გავლილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიერ შემოთავაზებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებ.
   გვაქვს გამოცდილება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ციფრულირესურსებისპორტალ გამოყენების, რომელიც ვიდეო გაიდების საშუალებით მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც კომპიუტერული პროგრამების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს (http://ict.tpdc.ge/)  .
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს 2016 წლიდან აქვს დისტანციური სკოლასადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებიც არის ჩართული და ვასწავლით სხვადასხვა საგანს დისტანციურად.
ახალი სკოლის მოდელის პროექტში ჩართულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი საჯაროს კოლა, სადაც ტექნოლოგიების მიმართულებით გამართულად წარმართავენ სწავლა-სწავლების პროცესს, იყენებენ ინოვაციურ მიდგომებს და ტექნოლოგიებს და უზიარებენ კოლეგებსაც, ჩვენი სკოლების დიდი ნაწილი  2012 წლიდან წარმატებით იყო ჩართული G-PriEd - ის პროექტში, რომელმაც მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ელექტრონულ რესურსზე წვდომის და ონლაინ რეჟიმში მუშაობის და ხელშეწყობის გამოცდილება შესძინა, აღნიშნული რესურსები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა 2017 წლიდან და დღესაც წარმატებულად იყენებს თითოეული სკოლა (http://kargiskola.ge/parental/parental.php)
 დაგროვებულმა გამოცდილებამ და ზემოაღნიშნულმა  საშუალებებმა მასწავლებლებს და მოსწავლეებს მისცა გამოცდილება  სწავლა-სწავლების პროცესში  აქტიურად გამოეყენებინათ საგანმანათლებლო ინტერნეტ სივრცე და გამოუმუშავა მათ  ელექტრონული რესურსების გამოყენების  და ონლაინ რეჟიმში მუშაობის  უნარები, ეს კი სავსებით გამოყენებადი და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა   დღეს თითოეულ სკოლაში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესშიც. მოზარდებს ვთავაზობთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დავალებებ,ვღებულობთ შესაბამის უკუკავშირ, აღნიშნული პროცესები არის საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი ძალების განმავითარებელიც.
ბუნებრივია დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს (დღეში 4-6 საათიან განრიგს), მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას, საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ინტერაქციას, თუმცა მზაობა და რეაგირება მყისიერად ხორციელდება და წარმატებით ვართმევთ თავს არსებულ გამოწვევას.
2.            პირველ რიგში, რა სჭირდება სკოლას ყველაზე მეტად, რათა დისტანციური სწავლება წარიმართოს შეძლებისდაგვარად ხარისხიანად? კონკრეტულად, რა პრობლემების წინაშე დგანან საჯარო სკოლები, რა სირთულეებს აწყდებიან ისინისასკოლო საზოგადოების მზაობასაც - ამ ტექნიკური საშუალებების მართლგონიერი  გამოყენების შესახებაც.    ალბათ, გყავთ მასწავლებლები, რომლებსაც პირველად მოუწიათ დისტანციურ სწავლებასთან შეხება, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაართმევენ ისინი თავსსაინტერესოა, იმ მოსწავლეების ბედი, რომლებსაც არათუ ინტერნეტი, არამედ კომპიუტერი საერთოდ არ აქვთ. ამ შემთხვევაში მათთვის რა სწავლების მეთოდები განიხილება?
-              სკოლები დისტანციური სწავლებისთვის მოდიფიცირებულ ცხრილს იყენებენდაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების, მოსწავლეების  და მშობლების მოტივაცია ონლაინ სწავლების რეჟიმის მიმართ  მაღალიასკოლები ყველაფერს აკეთებენ იმისათის, რომ  მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას აღნიშნულ პერიოდში.
აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ ხელმისაწვდომობის ჭრილში საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მართვის საინფორმაციო სისტემა   ძალიან აქტიურად მუშაობს.   ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის შესაბამისი კონსულტაციები, ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია მიმართოს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს ან/და სკოლის ინფორმაციულ მენეჯერს, IT სპეციალისტს, ტექნოლოგიების ექსპერტებს და EMIS -ის წარმომადგენლებს, თითოეულმა მასწავლებელმა, მშობლებმა  მიიღო პროგრამის გამოყენების გზამკვლევები, ვიდეოინსტრუქციები, სადაც დეტალურადაა ახსნილი პროგრამის შესაძლებლობები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, შექმნილია ჯგუფი , რომელიც ონლაინ 24 საათიან რეჟიმში პასუხობს ნებისმიერ კითხვას. სამინისტროს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
-              სკოლების ადმინისტრაცია ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებენ  თვალყურს თითოეული მასწავლებლის აქტივობას საკლასო ჯგუფებშიძირითადად თავს ართმევს ყველა მასწავლებელი. შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ რომელიმე  მათგანის გაკვეთილი თუ დავალება არ იყოს საკმარისად დატვირთული და მრავალფეროვანი, მაგრამ სკოლებში არსებული მაღალი თანამშრომლობითი კულტურა იძლევა იმედს, რომ წარმატებით გავართმევთ თავს არსებულ გამოწვევებს.
 იყო  გარკვეული ხარვეზები, მოსწავლე ტექნიკური  მიზეზების გამო ვერ ჩაერთო    ელექტრონულ ფორმატში, საგნის მასწავლებელმა დაუყოვნებლივ  უზრუნველყო   ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალების და შესაბამისი კონსულტირების  გაწევა  სატელეფონო კომუნიკაციით.
3.            რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა ამ პროცესებში?
-              საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მშობლებიც  აქტიურად არიან ჩართული სწავლების პროცესებში, საქართველოს განათლების მეცნიერების  სამინისტრო სისტემატიურად აწვდის და იყენებენ  შესაბამის  მეთოდოლოგიური გზამკვლევებს, ვიდეო და ტექსტურ რეკომენდაციებს , მშობელთა ჩართულობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უბრალოდ მნიშვნელოვანი კი არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა დისტანციური სწავლების პროცესშიმშობლების დიდი ნაწილი წარმატებით არის ჩართულიმშობელი სწავლობს შვილისგან  ან პირიქით, მშობლები და შვილები ერთობლივად ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებშიარის  ფაქტები, რომ მეთორმეტე კლასის შემთხვევაში  მშობლების არასაკმარისი რაოდენობა არის ჩართული, ასეთ შემთხვევაში დამრიგებლების აქტიურობა ხელს გვიწყობს მოსწავლეთა ჩართულობის მაჩვენებელი  იყოს მაღალი.
4.            დისტანციური სწავლების გარდა, თუ განიხილება  სხვა ალტერნატიული გზები, რათა არ მოხდეს რაიონში, ამ ეტაპზე სასკოლო განათლების სრული პარალიზება?
-              ჩვენს შემთხვევაში ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ.
5.            თქვენს ქალაქში, დაახლოებით, მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობს  ინტერნეტით?
ახალციხის მუნიციპალიტეტის მაშტაბით  სადაც საჯარო სკოლებია განთავსებული ინტერნეტის დაფარვის ზონა შეადგენს 100%-.
რა სიტუაციაც დღეს შეიქმნა, ეს არის საგანგებო ვითარებაში საგანგებო ზომების მიღებაარც ერთ ქვეყანაში, მათ შორის, ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, დისტანციური სწავლება ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან სწავლება ხომ სხვა რამეცაა, ადამიანების ურთიერთობა, ემოცია.
საგანგებო მდგომარეობის ვადაში  ვხელმძღვანელობთ საქართველოს მთავრობის 2020  წლის 31 მარტის N 205 დადგენილებითსაგანგებო  მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებდა თითოეული სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესი განახორციელოს აღნიშნული  წესის შესაბამისად, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ შესაძლებელია, ადამიანები, ვინც დღეს უკვე ცდილობენ მაქსიმუმის  გაკეთებას, მინდა, გავამხნეო და წარმატება ვუსურვო.ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული დავალებების და რეკომენდაციების გავრცელებას და შესრულებას   შესაბამის  მონიტორინგს   ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი უწევს,თვალყურს ვადევნებთ  ონლაინ სწავლებაში ჩართული პირების დინამიკას და ეს ციფრი ყოველდღიურად მზარდია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა მოსწავლემდე მივიდეს გარკვეული ფორმით საგაკვეთილო პროცესი და ეს უწყვეტობა იყოს შენარჩულებული.

სამინისტროს სისტემატიურად ანხორციელებს მონიტორინგს აღნიშნულ პროცესებზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობა შენარჩუნდეს და სწავლა-სწავლების პროცესი წარმატებით განხორციელდეს

No comments:

Post a Comment

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...