რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე

 03 მაისი, 2020

 დღეს ვატყობ "ფილოსოფოსობის" ხასიათზე ვარ.....
       ერთ-ერთ სატელევიზიო შოუს ვუყურებდი,ჟურნალისტმა ძალიან მარტივი კითხვა დაუსვა რესპოდენტს:
- რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე? 
რესპოდენტი თითქოს დაიბნა და რამდენჯერმე გაიმეორა: რას ნიშნავს და.....,რას ნიშნავს და.....
  დაგეხმარები მეგობარო, აი რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე:
     ლეგალური დეფინიციით  მოქალაქე არის ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირი,განურჩევლად ეთნიკურის წამოშობისა,სქესისა,რასისა ან რელიგიური კუთვნილებისა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 32 მუხლის მიხედვით მოიპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით .  თუმცა მიმაჩნია, რომ მოქალაქეობის არსის გააზრებისთვის არაა საკმარისი მხოლოდ ამ დეფინიციის ჩარჩოებში ჩაჯდომა, მე პირადად მიმაჩნია, რომ მოქალაქე არის ის  ძირითადი საფუძველი, საძირკველი სახელმწიფოსი,რომელსაც ქმნის იგი. ისევე, როგორც ოჯახი ვერ იქნება, ოჯახის წევრების გარეშე, მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ვერ იარსებებს მოქალაქის გარეშე. შესაბამისად ვფიქრობ  ეს განმარტება ხაზს უსვამს ჩვენი მოქალაქეების უდიდეს როლს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში, შეუძლებელია ჩვენს გარეშე რაიმე ნაბიჯების გადადგმა, შეუძლებელია ჩვენ გარეშე ნებისიერი ქმედების განხორციელება, იმიტომ რომ ყველაფერი ეს პირველ რიგში ჩვენ გვეხება...
მოქალაქე ეს არის  ერთი პატარა ნაწილი დიდი ფაზლისა,რომელსაც სახელმწიფო ქვია, ერთი პატარა აგური დიდი სახლისა და ერთი პატარა ვარსკვლავი დიდი გალაქტიკისა...

4 comments:

  1. ნამდვილად ,,მოქალაქე ეს არის ერთი პატარა ნაწილი დიდი ფაზლისა,რომელსაც სახელმწიფო ქვია, ერთი პატარა აგური დიდი სახლისა და ერთი პატარა ვარსკვლავი დიდი გალაქტიკისა..."
    <3

    ReplyDelete
  2. მიხარია,რომ დაინტერესდით ჩვენი ბლოგით <3

    ReplyDelete
  3. პიროვნების ზნეობაზე, მოქალაქეობრივ სინდისსზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედიო, ქართულ პროზაში ვკითხულობთ, ნამდვილად გეთანხმები, რომ მოქალაქე ძალიან დიდი შინაარსის მქონე სიტყვაა.

    ReplyDelete
    Replies
    1. მიხარია, რომ მოგეწონათ ჩვენი ბლოგი❤️

      Delete

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...