ჩვენ


      მე - ვერიკო მანველიშვილი, ვსწავლობ ქ. ვალი #2 საჯარო სკოლის მე-11 კლასში.ვარ 16 წლის. ვცდილობ ვიყო  წარმატებული მოსწავლე. ვახორციელებ პროექტებს და მონაწილეობას ვღებულობ სხვადასხვა პროგრამებში, საკლასო და კლასგარეშე აქტივობებში, რომელიც ორიენტირებულია პიროვნულ განვითარებაზე. მიყვარს ლექსების წერა, განსაკუთრებით ჩემს სამშობლოზე. ვცდილობ ვიყო შემოქმედებითი და პოზიტიური.მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია, წიგნების კითხვა და მეგობრებთან ერთან ფილმების ყურება. ჩემი მომავალი პროფესია მინდა დავუკავშირო ჩემს შესაძლებლობებსა და უნარებს, ასე რომ ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი და სრულფასოვნად ჩამოყალიბებული, თუმცა განვიხილავ ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიას

      ეკა ხითარიშვილი 16 წლის  ვალედან, მიყვარს მუსიკა, ფილმების  და ტელესერიალების ყურება,განსაკუთრებით მომწონს როულინგის „ჰარი პოტერი,“  როგორც  წიგნი, ასევე მისი ეკრანიზაცია,  სერიალებიდან გამოვარჩევდი ყველასთვის საყვარელ უკვდავ სერიალს “friends”. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩემთვის გამორჩეული მსახიობი და მისაბაძი პიროვნება არის ემა ვოსთონი, ვოცნებობ,რომ ოდესმე შემეძლება პირადად შევხვდე მას და  ვკითხო: „რა იყო ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც განაპირობა მისი წარმატებული კარიერა „ჰერმიონა გრეინჯერის სახეში“ და შემდგომში როგორც ემა ვოთსონისთვის.  ვარ ძალიან აქტიური, მიყვარს ახალი გამოწვევები,  ჩემი მოტოა: “ ადამიანის შესაძლებლობები არის უსაზღვრო“, შესაბამისად ვცდილობ ყოველთვის მივყვე მას და გამოვცადო ჩემი თავი ძალიან განსხვავებულ სიტუაციებში.
   
     მე ვარ მელანო სართანია მე-11 კლასის მოსწავლე,მიყვარს ბუნება,ხეები,ყვავილები,ფრინველები,ერთი სიტყვით ყველაფერი,რაც სუნთქავს.ვიცი,რომ გარე სამყარო ჩვენი დიდი უცნაური სახლის, ამოუხსნელი, საინტერესო, შეუსწავლელი, მოულოდნელობებისთ სავსე. მიყვარს მზე და წვიმა,ხატვა,მუსიკის მოსმენა და წერაც. ზოგჯერ ვფიქრობ დედამიწაზე, ადამიანებზე და სიცოცხლეზე.
 

6 comments:

  1. სამაგალითო ახალგაზრდები:)

    ReplyDelete
  2. წარმატებები ბავშვებო <3

    ReplyDelete
  3. მართლაც ძალიან საინტერესო ინიციტივაა, წარმატებები!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. მიხარია,რომ მოგეწონათ <3

      Delete

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...