მარტო ჩვენ კი არ ვცხოვრობთ სამყაროში, სამყარო ცხოვრობს ჩვენში.

 09 მაისი, 2020


    
    მუზას ვეღარ ,,ვიგერიებ,,ჩემი ფიქრები ამოუცნობ, აბობოქრებულ, ათასკითხვიან, თავბრუდამხვევ, შიგადაშიგ საშიშ  მორევს ემსგავსება, როდესაც მსოფლიოს ახალ მტერზე -- კორონავირუსზე  ვფიქრობ. თითქოს ჩემში არსებული ორი „მე“ ერთმანეთს ეკამათება,  თითქოს ერთმანეთთან სბედისწერო პოლემიკა აქვთ გამართული, სკუთარი პრინციპით   იბრძვიან, „ორივე საკუთარ მოედანზეა“  და თავიანთ ოპონენტზე გამარჯვებას ცდილობენ.
--- გამოფხიზლდი... საფრთხე ახლოსაა, ის რეალურია, საშიშია , უკან არ იხევს, გამოფხიზლდი... გამოფხიზლდი...
---- არა   პანიკა,    ცოტა     ემპათია,    ცოტა  ნებისყოფა და თავშეკავების უნარი....       არა  ამბიციები,  არა  ერთმანეთთან   ბრძოლა,   მეტი   ინფორმირებულობა,   ცოტა  თვითკონტროლი და  დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა!!! სი მშვი დე ....
---- სიმშვიდე ?! რომელი სიმშვიდე? ხალხი იხოცება, პანდემიაა, ვირუსი მძვინვარებს,  მსოფლიოში  ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი  გეომეტრიული პროგრესიასავით იზრდება.სიმშვიდე, რა სიმშვიდე?!....
----    კარგი, მოდი, უკეთესად დავფიქრდეთ, მახსოვს რომელიღაც ინტერნეტ-გაზეთში წავიკითხე, რომ  ამ ვირუსის დამარცხების   ყველაზე  დიდი  შანსი  აქვთ   ადამიანებს, რომელთაც მტკიცე და ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ 
--- რომელი იმუნური სისტემა, შენი ჭირიმე, მე შენ გეტყვი ნაირ-ნაირი სასმელ-საჭმელი  აქვს ხალხს, ან კიდევ თვეში ერთხელ მიდის ექიმთან, რაიმე ვიტამინი ხო არ მაკლიაო. ისედაც ყველამ იცის, რომ ყველას ყველაფერი აკლია.
     --- აუ ეს რა პესიმისტია, აღარ გახსოვს ბართაშვილი?  წუთისოფელი „ აღუვსებელი საწყაულიაო“, არავინაა  ბოლომდე კმაყოფილი თავისი ცხოვრებით, ისევ პასუხისმგებლობამდე მივდივართ! რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შესაძლებლობები გამოვიყენოთ, რას ვაკეთებთ იმისთვის რომ უკეთესად ვიცხოვროთ, თავი დავიცვათ, სხვა დავიცვათ, ის ვჭამოთ, რაც სასარგრბლოა. წელიწადში ერთხელ ერთ თეთრხალათიანს მაინც ჩამოვართვათ ხელი (გადატანითი მნიშვნელობით ვგულისხმობ, ახლა ხელის ჩამორტმევაც არ შეიძლება). გამოვიკლიოთ რა გვჭირს გულში, გონებაში, სხეულში, სისხლში, ძვალში რა გვაქვს გამჯდარი? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული!
---- თუ ღმერთი გწამს, თავი დამანებე ექიმი არ გამაგონო, ისედაც თვალახვეული დადის ხალხი,  თურმე ახლა პირახვეულმაც უნდა იაროს! იმაში კი გეთანხმები, ზოგს ტვინში მარტლა ჭირს რაღაც, ეს ვირუსი არ არსებობს, მოგონილია, ჩვენამდე არ მოვაო, არ ფიქრობენ, არ უფრთხიან, დადიან და დასეირნობენ,   მე კი არ ვიცი, სულს მიშფოთებს ჩემი სახლისწინ დაცარიელებული სკოლის ყურება, თავიდან ყოველ 45- წუთში საათს ვუყურებდი აი ახლა დაირეკება ზარი და აი ახლა მეთქი.(შეგრძნება მქონდა სხვები სკოლაში არიან და მე ვაცდენ მეთქი)
--- ხო სკოლა, მასწავლებლები, ცელქობები, (დერეფანში სირბილი). ვაიმე ეგ რა მომაგონე ახლა მეც ავფორიაქდი, როდის დავამარცხებთ კოვიდ-19-ს. 19 სილა მინდა გავარტყა, 19 ნაწილად დავშალო და სამყაროს ჯერარაღმოჩენილ პლანეტაზე გაუშვა, სადაც სიცოცხლე არაა, იქნებ თავისიანები იპოვოს. კოვიდი მაგას და....
---- კაი კაი კაი, დამშვიდდი, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ.
----ის კარგად რომ დავფიქრდეთ  სახლში ყოფნა არც ისეთი ცუდია, სასიამოვნო მელოდია ... იასამნის სურნელი... გემრიელი  ნამცხვარი, შიგა და შიგ თიმსი დავალებები და კვლავ დავალებები ხანდახან  ადგილზე ვარჯიში ( კი გვეზარება მაგრამ მოგვიწევს) და ფიქრი არ დაგვავიწყდეს. – „ ფიქრი ჩვენი არსობისა“,
--- კიდე სწავლაზე ლაპარაკობ, ოოო მე მეზარება  ამდენი ფიქრი და სწავლა, შეშფოთებული ვარ.
--- გითხრეს სახლშიდარჩიო, სახტად დარჩიო არავის უთქვამს. ან უსწავლელი დარჩიო. არამედ  დარჩიგანათლებული, დარჩი კრეატიული, დარჩი შემოქმედი, დარჩი მხიარული, დარჩი კეთილი, დარჩი მოსიყვარულე, დარჩი მებრძოლი, დარჩი პასუხისმგებლიანი,დარჩი სინდისიერი, დარჩი მოქალაქე. დარჩი ჩვენს სამყაროში და ჩვენს გვერდით , მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს   სამყაროში  (  სხვა სამყარო არც გვაქვს და არც გვინდა)   21-ე საუკუნე ფათერაკებიანი     გარიჟრაჟით,   ყველასათვის   მოულოდნელი    პრობლემებით,  შიშით,  ეჭვით,  განცდებით, ცუდი სიზმრებით  და კიდევ უფრო ცუდი  რეალობით დაიწყო....
----- დიახაც, სწორედ ასეა, პლანეტა მძვინვარებს, პლანეტა ბობოქრობს, პლანეტა აღელვებულია,  ჩვენს მდგომარეობას, კი შეშფოთებას ვეღარ დაარქმევ, ყველა კუთხიდან  თვალებგაფართოებული   ადამიანები  გვიყურებენ.  საყოველთაო მღელვარებამ მოიცვა სივრცე.
---- შენ რაღაცეები გეჩვენება, პირბადის ფონზე ჩანს „თვალებგაფართოებული ადმიანები“, ყველას სულაც არ ეშინია!                                                                                ---       ---საითაც გაიხედავ,   ყველგან  დაბნეული   ადამიანების    მზერას     წააწყდები. დაცარიელებული ქუჩები და სკვერები უცნაურ შეგრძნებას იწვევს, თითქოს   სამყარო ერთ   წერტილში   გაჩერდა... გაჩერდა... გაჩერდა!
----მაგრამ მე არ გავჩერდები:  ,,მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ არის  ,,ძალისა და სიცოცხლის მომცემი“,  დარჩისახლში, მაგრამ  დარ-ჩი ოპ-ტი-მის-ტი!  
    (უცებ საიდანღაც ხმაური მომესმა, შევცბი, ირგვლივ მიმოვიხედე. თურმე ქარს ფანჯარა გაუღია და იმისი ხმა იყო. ფანჯარა ფრთხილად მოვხურე და ჩაბნელებულ ოთახში საკუთარ თავთან დავრჩი.)
     ეს  რა იყო?  ვიკამათე,   ვიფილოსოფოსე,  ,,ვერბალურად ვიცელქე“,  ვიხუმრე-კიდეც!
და  მივხვდი:   მარტო ჩვენ კი არ ვცხოვრობთ სამყაროში, სამყარო ცხოვრობს ჩვენში.
     ჩვენი ტვინის ხვეულებში, გონების მეცხრე მთის მეცხრამეტე ზღვის გადაღმა  მოგონებები ცხოვრობენ, ჩვენი წარსული, ,,დეჟავუსავით“ ამოუცონობი მომავალი და პარანორმალური აწმყო, რომელმაც ჩვენს თავთან, ჩვენს პრინციპებთანა და ნებისმყოფასთან, ჩვენსავე მესთან და  პასუხისმგებლობასთან ბრძოლაში გამოგვიწვია...მე დამარცხება არ მინდა, ამიტომ მახსენდება:
              იყო დრო... შავი ჭირი,( შავი ჭირი და ჭირი, მაგას!) მუცლის ტიფი, ტუბერკულიოზი,  ფილტვების ანთება....  არ ვიცი, აქედან რომელია მარგებელი, (ამბობენ-„ ზოგი ჭირი მარგებელიაო“) მაგრამ ვიცი, რომ ადამიანებმა ისინი დაამარცხეს.

2 comments:

  1. საინტერესოდ წერ, ყოჩაღ! ოპტიმისტურად დაამთავრე, დიალოგებიც მომეწონა, მართალია, დავამარცხებთ ამ სენსაც და ყველა გასაჭირს დადებითი მხარეც უნდა ვუპოვოთ, ასე მარტივად გადავჭრით პრობლემას, განწყობა, მთავარია, როგორი განწყობა გვაქვს, ჩვენი კრეატიული და ხალისიანი მოსწავლეების- თქვენი წყალობით, აქტიურად წავიკითხავ თქვენს სტატიებს, დღიურებს, ჩანახატიც დაწერე, ლექსებიც... წარმატებები!

    ReplyDelete
  2. ძალიან მიხარია,რომ მოგეწონათ ჩვენი ბლოგი <3 მადლობა დიდი <3

    ReplyDelete

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...