„ნუ იკითხავთ რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის. იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის“(კენედი)


















02 აპრილი 2020 წელი

12 ივნისი 1942 
„იმედი მაქვს, შემიძლი განდო შენ ყველაფერი, განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ, იმედი მაქვს, შენ იქნები დიდი ნუგეში ჩემი“ 
გეცნოთ?
არც თარიღი გეუბნებათ რამეს?
ონლაინ დღიურისთვის დასაწყისს ვეძებ, რაიმე ეფექტურს და ანა ფრანკი გამახსენდა (ან აქამდე სახლში გამოკეტილს,  როგორ არ გამახსენდა ანა და მისი დღიური,  რომელმაც მსოფლიო შეძრა) ანას არ ვადარებ თავს, საიდან ამდენი ამბიცია (მეც კი...) თუმცა არის რაღაც საერთო...ანა   იატაკქვეშ მოწყობილ თავშესაფარში ყოფნით ოჯახთან ერთად გაურბის ფაშიზმის რისხვას, ჩვენ სახლებში გამოკეტილები უხილავ მტერს-ვირუსს, რომელმაც მსოფლიო ისევე შეძრა, როგორც  ოდესღაც ფაშისტების გაუგონარმა ქმედებებმა , ახლაც როგორც მაშინ, ათასობით ადამიანი ეწირება „მტერს“(მერა რა რომ უხილავს) , მაშინ თუ კრემატორიუმები ბოლავდა ევროპაში გაბნეულ საკონცენტრაციო ბანაკებში, ახლაც ბოლავს, 21 საუკუნეშიც ბოლავს სამწუხაროდ და ამჯერად არ არსებობს რეალური/ხელშესახები ობიექტი, ვისაც მასობრივი მკვლელობებისთვის პასუხს მოსთხოვს კაცობრიობა.
კარგია რომ გამახსენდა ანა,  ახლა მეტად მაქვს სურვილი რომ რაღაც თუნდაც ძალიან უმნიშვნელო გავაკეთო ვინმესთვის (საკუთარი თავისთვის მაინც...) გავაკეთო საჯაროდ, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომ ფორმატში- ჩვენს ბლოგზე. თუმცა, ანა ფრანკის მიმართვა თავის დღიურისთვის „კიწი“-სადმი „...განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ,...“  ამ შემთხვევაში.კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში, რა თქმა უნდა აზრს დაკარგავს.

17 აპრილი,2020 წელი
გამოვიდა!!!... კონკურსი გრძელდება.ონლაინ შევიკრიბეთ გუნდის წევრები,კურატორი მასწავლებელიც გვყავს და დავიწყეთ...
ვფიქრობთ ერთი გასროლით „ორ კურდღელს დავიჭერთ“ 1)ჩავერთვები სამოქალაქო აქტივიზმში,2) კონკურსშიც მივიღებთ მონაწილეობას.
მაგარია....
ხოდა აქვე თემატური გადახვევათვითმოტივაციისატვის „ნუ იკითხავთ რა შეუძლია გააკეთოს  ქვეყანამ თქვენთვის. იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის“ ( მე არა, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ეკუთვნის ეს ცნობილი ფრაზა, უბრალოდ მეც ვეთანხმები მას)

06 მაისი, 2020 წელი
დღეს გიორგობაა, სკოლაში რომ ვყოფილიყავით ალბათ შევეცდებოდით მთელი კლასი ფეხით სოფელ სხვილისის წმ. გიორგის ეკლესიისკენ „გავშატალოებულიყავით“ თუ გამოგვივიდოდა რა თქმა უნდა, (ან ისე იქ რას დავრბივართ?! ვალეში არ გვაქვს ირქაში წმ გიორგის სახელობის საყდარი თუ რა?! მაგრამ ყველა იქ მიდის და მივყვებით ხოლმე ჩვენც...) ხო, მაგრამ ვერც ფეხით და ვერც ტრანსპორტით, დღეს ვერსად ვერ მოხვდები, მითუმეტეს სხვილისში, თან დილიდან მადიანად წვიმს ისედაც(„საწყალს ჯერ ასე არ უწვიმიაო“- ასე იტყოდა ბებიაჩემი ცოცხალი რომ იყოს ამ ამინდზე). და თან მე,ამ წუთებში, უსაფრთხოების კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი აქტივობის- დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრას ვაორგანიზებ. ვიცი მყვირალა სათაურია, მაგრამ ზუსტად ვიცი,ხვალ სკოლის ფეისბუქგვერდზე ეს აქტივობა ამ სათაურით მოხვდება და  თან არც ციფრია ნაკლებად მყვირალა -82 მოსწავლისათვის.  პრეზენტაციას ვამზადებ თემებზე 1) ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“;2) როგორ დავიცვათ თავი ვირუსისაგან. შეიძლება ახლა ისიც კი მოგეჩვენოთ, რომ თემა უკვე ბევრჯერ გადაღეჭილია, მაგრამ სკოლის უსაფრთხოების კომიტეტი აბა რა კომიტეტი იქნება თუ კიდევ ერთხელ არ შეახსენა სკოლის ყველაზე ნორჩ „პუბლიკას“  ონლაინ ,თიმსისპლათფორმის გამოყენებით, თუ როგორ დაიბანოს ხელი სწორედ, როგორ დაიცვას სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ნორმები ისე, რომ „დარჩი სახლში“-ს პირობებშიც და მერეც,  როცა ყველა ისევ გარეთ გავალთ თავიდან აირიდოს ვირუსით დასნებოვნება.
(ისევ ციტირება საკუთარი „ნააზრევიდან“ 😊პირადადჩემთვის, სამოქალაქო აქტივიზმი გულისხმობ  სნებისმიერ  ჩვენ  ქმედებას, რომლის  მიზანია რაიმე  სასარგებლო  აქტივობის  განხორციელება, რომელიც ეხება სულ მცირე ერთ მოქალაქეს და რომელიც ისახავს   ჩვენი  სახელმწიფოს  დემოკრატიული  ღირებულების, მიზნების  ფარგლებში განხორციელებულ მცირეა ქტივობებს ჩვენი მხრიდან.ახლა მაინც, რაღამ გამახსენა ეს სამოქალაქო აქტივიზმი,ალბათ ჩემმა ხვალინდელმა აუდიტორიამ -ოთხმოცდაორმაპატარამ და მათმა მშობელმა, რომლებიც მოგვიანებით თავად გახდებიან მშობლებისთვის განკუთვნილი პრეზენტაციების მსმენელები (მაგალითად მე ძაან მომეწონა პრეზენტაცია -პოზიტიური მშობლობა, ხელი მიმიწვდება როგორც უსაფრთხოების კომიტეტის წევრს საორგანიზაციო საკითხებთან და...) ახლა როცა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა კი არა მსოფლიო ებრძვის პანდემიით გამოწვეულ სტრესს არ მგონია უმნიშვნელო იყოს ემოციის მართვის და ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის მაქსიმალური
ღონისძიებების დაგეგმვა და ამ კუთხით მშობელთა ცნობიერების ამაღლება, არ ვიცი რას გადავეკიდე ამ სამოქალაქო აქტივიზმს, მაგრამ მგონია, რომ კომიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებაც ერთგვარი სამოქალაქო აქტივიზმია (...მყვირალა სათაურებად რომ მოგეჩვენათ თქვენ) მე ახლაც ბურთივით ყელში მომაწვა განცდა, რომ თურმე ქვეყანას თუ არა, მისი ერთ-ერთ პატარა (მგონი ყველაზე პატარა) ქალაქის თემს რაღაცით ვეხმარები და ეს რაღაცა ყველაზე ფაქიზსა და მოსაფრთხილებელს ეხება-ბავშვებს (მე აღარ ვარ ბავშვი, უკვე 16 წლის გავხდი😊))
ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა  კიდევ ჩემი მასწავლებლებიც მგონია მე დღეს მთავარი სამოქალაქო აქტივისტები, აქტივისტები კი არა გმირები (არ უარვყოფ, რომ ექიმები გმირები არია, რომ პოლიციაც და სამხედრო დანაყოფებიც რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლაშიც შეუცვლელები აღმოჩდნენ გმირებია არიან, მაგრამ მასწავლებლებიც მგონია მე  გმირები, არაა მარტივი სულ რაღაც, ერთ კვირაში ალღო აუღო დისტანციურ სწავლებას, მიუხედავად შენი ტექნოლოგიური კომპეტენციისა და ასჯერ მეტი შრომა ჩადო თითოეულ გაკვეთილში, რომ ახლა მარტო მოსწავლეს კი არ მოაწონო, დააინტერესო და გაააზრებინო შენი გაკვეთილი, არამედ ოჯახში იძულების წესით „დამწყვდეულ“ ოჯახის სრულ შემადგენლობასაც  (კარგია თუ მსმენელებად ოჯახის მეზობლებიც არ დაგხვდნენ ონლაინ გაკვეთილზე). აფთიაქში მომუშავე ცქრიალა ქალბატონებიც გმირები მგონია მე (ბატონი არ შემხვედრია ალბათ არსად აფთიაქში დასაქმებული, თორემ არ გამოვტოვებდი), მესაზღვრეები/მებაჟეები, ბანკის თანამშრომლებიც.

ფინანსურად ცოტა შეძლებული მეზობელი უბანში გაჭირვებულ ოჯახებს მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი (ვისთვის სასიცოცხლოც) სურსათ სანოვაგის პატარა ნობათით რომ შეეწევა  ესეც სოციალური (ლოკალური, მაგრამ მაინც...) აქტივობა მგონია მე. და საერთოდაც სოციალური აქტივიზმის ცნება გადააფასა ჩემში ამ მდგომარეობამ, ახლა მეტი რამ მგონია გასაკეთებელი, ან უფრო სწორედ სხვა რამ მგონია უფრო ღირებული და აქტუალური, სხვა მოთხოვნები და გამოწვევები დაგვისახა KOVID-19-მა და ახლა როცა ვიცი რომ მე ქვეყანაში ვარ და ქვეყანა ჩემში - ჯონ კენედიმ ეს უფრო ლამაზად თქვა მგონი“ ნუ იკითხავ რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის. იკითხეთ რა შეგიძლია გააკეთოთ მისთვის“ იქნებ დროა ეს კითხვა ჩვენც დავსვათ?!

4 comments:

  1. საინტერესო ბლოგია, საკმაოდ პროდუქტიული.. ყოჩაღ მეგობრებო ასე განაგრძეთ!!

    ReplyDelete
  2. ძალიან მიხარი,რომ მოგეწონათ ჩვენი ბლოგი <3 დიდი მადლობა <3

    ReplyDelete
  3. ყოჩაღ, საინტერესო ბლოგია,მადლობა საინტერესო ინფორმაციებისათვის ასე გააგრძელეთ

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ ჩვენი ბლოგი❤️❤️

      Delete

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...