Thursday, May 14, 2020

07 თებერვალი,2020 
დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ,,ეს ქვეყანა შენია“ (ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცოდი) ლოზუნგით-გაიზიარე პასუხისმგებლობა (არც ამას გავურბივართ ბატონო...) საინტერესოა,მგონი ღირს დაფიქრება მონაწილეობაზე

08
თებერვალი,2020
ისევ იმ კონკურსის  შესახებ  ვფიქრობ  და  კიდევ  იმაზე  ამასწინათ ჩემს მეზობელთან რომ მქონდა ჩემთვის უსიამოვნო საუბარი.ჩემთვის მოვდიოდი სკოლიდან, მეზობელიკი .ბირჟაზეიჯდა და მიწას ტკეპნიდა უსაქმოდ მკითხა:
-რამდენი წლის ხარ?
 -16(ვითომ არ იცის)
- რაგინდა მომავალში გამოხვიდე?
- პირველ რიგში მინდა წარმატებული კარიერა ავიწყო (პირდაპირ პასუხს გავექეცი, ჯერ მეც არ ვიცი და...)
-რით მიაღწევ მაგას?
 -კარგი სწავლით(რაღაცნაირი ნიშნისმოგებით ვპასუხობ მე).
-თუნდაც საუკეთესო განათლება მიიღო ოჯახზე იფიქრე, შენ ხომ ქალი ხარ.
...(მინდა ვუპასუხო მაგრამ ვგრძნობ ვბრაზდები და არ მინდა...გამოვბრუნდი და ვიფიქრე 21 საუკუნე და კიდევ ეს პატრიარქატი რა ....)

09
თებერვალი,2020
კვლავ კონკურსი....
რატომღაც ბლოგზე ვფიქრობ, ბლოგზესადაც განვათავსებთ ინფორმაციას ფემინიზმზე,ქალის როლზე სამოქალაქო აქტივიზმში,როგორც საქართველოში ისე ევროპაში,ვისაუბრებთ იმ სტერეოტიპებზე რომელიც ჯერ კიდევ ფესვებგამდგარია საზოგადოებაში,
მგონი საინტერესო იდეაა ,ხვალ გავაცნობ ჩემი გუნდის წევრებს....

11
თებერვალი,2020 
როგორც ყოველთვის, ჩემს მეგობრებს მოეწონათ ჩემი იდეა.გავინაწილეთ სამუშაო, მე ქალთა როლს ვამუშავებ საქართველოს უახლესი წარსულიდან (თორემ თამარ მეფე და პირველი პარლამენტარი ქალები  ხომ ისედაც იცის ყველამ, ყველამ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია არა??? ) მუშაობის პროცესში ნახეთ რას წავაწყდი:
კატო მიქელაძე-1878-1942 / ჟურნალისტისაზოგადომოღვაწე1906 წლიდან სწავლობს ევროპაშიბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დამთავრების  შემდეგ  კატო  პარიზში  დასახლდასადაც 1915 წლამდე  დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.
1916 წელს  სამშობლოში  დაბრუნებული   კატო  მიქელაძე  იწყებს  თანამოაზრეთა   შემოკრებას  დაქალის სამოქალაქო-პოლიტიკური  უფლებებისათვის  ბრძოლას.
1917-18 წლებში  მან  უკვე  ჩამოაყალიბა  რეგიონული  ქსელი “ქალთალიგა”, რომელიც  დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ  ქალს   აერთიანებდაამავე  პერიოდში   იგი  გამოსცემდა  და  რედაქტორობდა   გაზეთს “ხმაქართველიქალისა”, სადაც  კონსოლიდირებული იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო დასავლური გამოცდილება და ქართული პრობლემების მთელი  პალიტრა.
    სამწუხაროდ,  პირველი რესპუბლიკის  პერიოდში  გაზეთი  დაიხურაბოლშევიკური ტერორის ეპოქამ კი კატო მიქელაძე ათანასწორობის ერთგული სხვა ქალთაიდეები “ისტორიისნაგავ­საყრელზე” მოისროლაროგორც “ბურჟუაზიულიგარყვნილების” მაგალითი.“ (ისევ ჩემი მეზობელი გამახსენდა...რატომღაც)
აი ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი.... 

14 თებერვალი, 2020 წელი
დღეს მსოფლიო ვალენტინობას აღნიშნავს  და მეც წესით სხვა რამეზე უნდა ვწერდე, მაგრამ ეჰ...კონკურს დავუბრუნდე ჯობია,  ჯერ ისევ ვერ გავმართეთრუბრიკა“ - რა არის სამოქალაქო აქტივიზმი, არადა ბლოგის ეს გვერდიც,  მეტიჩარასავით, მე ავიღე თავზე.  მოკლედ ჯობია გუგული დეიდას მივმართო დასახმარებლად
და აი... 

პირადად  ჩემთვის, სამოქალაქო  აქტივიზმი  გულისხმობს ნებისმიერ  ჩვენ  ქმედებასრომლის  მიზანია რაიმე სასარგებლოა ქტივობის განხორციელებარომელიც  ეხება სულმცირე ერთ მოქალაქეს და რომელიც ისახავს   ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული ღირებულებებისმიზნების ფარგლებში განხორციელებულ მცირეაქტივობებს ჩვენიმ ხრიდანლიტერატურაში სამოქალაქო  აქტივიზმისაზოგადოებრივიმოღვაწეობის  სინონიმად  მიიჩნევა,როდესა  ცჩვენ,  საქართველოს მოქალაქეებიმონაწილეობას ვიღებთ  ქვეყნისთემის განვითარებისთვის განხორციელებულ აქტივობებსა და ღონისძიებებში,მაგალითად ეს შეიძლება იყოს დასუფთავების და საქველმოქმედოაქციებშიშიძლება სამოქალაქოა ქტივიზმად განვიხილოთ აგრეთვე ჩვენ მიერ ამ კონკურსის ფარგლებში განხორიციელებული აქტივობებიც...ვნახოთ"

ესეც ასე, ერთი მოკრძალებული ბლოგის გვერდისთვის მგონი არა უშავს...
... ისე ამ განმარტებებს (ციტირება საკუთარინააზრევიდან 😊როდესაც  ჩვენ,  საქართველოს  მოქალაქეებიმონაწილეობას ვიღებთ...მაგალითად ესშეიძლება  იყოს  დასუფთავების  და  საქველმოქმედოა  ქციები.)თუ ჩვენს კონტექსტსდავუკავშირებ, მაშინ მგონია, რომ ყოველწლიურად დასუფთავების აქციაში ჩვენი ჩართულობა (ან ამის მცდელობა მაინც) უკვე არის ერთგვარი სამოქალაქო აქტივობა. წელიწადში ორჯერ  სულ მცირე სკოლის ერთ ჰექტრამდე ნაკვეთს გვალაგებინებს სკოლის ადმინისტრაცია -პრინციპში ეს არც თუ ისე ცუდია, როგორც წესი კარგ ამინდ არჩევენ ხოლმე და ჩვენცცოცხებზე/ფოცხებზე შემომსხდარი ჯადოქრებივით დავქრივართ წინ და უკან, მაგრამ ბოლოს ეზო,როგორღაც  მაინც ლაგდება და ლამაზდება-განსაკუთრებით გაზაფხულს უხდება დასუფთავების აქცია: ეზო მწვანედ ლივლივებს და სულ გინდა გადაკოტრიალდე და გადმოკოტრიალდე ბალახებში, ხანდახან სკოლის ეზოს კი არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეულ ადგილსაც კი ვასუფთავებთ ხოლმე ვალეში და მგონი ერთხელ ჩვენი პატარა ქალაქის მასშტაბებსაც გავცდით და ახალციხეში .რაბათის ტყისტერიტორია დავასუფთავეთ (ეს უფრო მაგარი დღეა ხოლმე, ბევრიუცნობი სახედა კიდევ უფრო მეტი კომენტარი და შეძახილი გასაცნობად😊
ისე ქველმოქმედებაც არააუცხო ხილიჩვენთვის, პირველად საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისში 13 ივნისსმომხდარი ღვარცოფის გამო მომიწია სცენაზე გამოსვლა, მართალია ეს ვალის კულტურის სახლის სცენაზე იყო და თუ დამიჯერებთ არც თუ ისე მცირესცენა. ალბად, მას შემდეგჰობადგვექცა ეს საქველმოქმედო კონცერტები თუ ღონისძიებები...ხან ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დასახმარებლად ვაორგანიზებთ აქციებს - გააზიარე სითბო, ხან უბრალოდ თბილ ტანსაცმლის ვაგროვებთ ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისთვის, ხან კი სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდებისთვის ფულადი სახსრების მოძიებისთვის ისევ კულტურის სახლის სცენაზე ვდგავართ...ყველაზე ამაღელვებელი მომენტი თანხის გადარიცხვის მომენტია ხოლმე, ყელში ბურთივით რომ გეჩხირება სიხარულის თუ სიამაყის ცრემლი და მაშინ სულ არ გახსოვს ტერმინი სამოქალაქო აქტივობა, ისე იცი უბრალოდ, რომ კაი ტიპი ხარ და მორჩა...
იმდენი რამ ჩამოვთვალე პატარა კია არა, მგონი დიდი სამოქალაქო აქტივისტები გამოვდივართ  მე და ჩემი მეგობრები

26 თებერვალი,2020
დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,დიდი პანიკაა. (პანიკამ სკოლაშიც შემოაღწია ყველა რაღაც ხსნარებით და სველი ტილოებით ხელში დადის საქმიანად, ეს შველის ალბათ😊
ვერ ვხვდები მერე რა მოხდა, ჯერ მხოლოდ პირველი  შემთხვევა...და უკვე...

02 მარტი,2020 წელი

12
საათზე გავიღვიძე,არა სკოლა,არა გაკვეთილები,გაუმარჯოს დასვენებას.(არდადეგები გადმოიტანეს თუ გახანგრძლივდა ჯერ არც ვიცი მაგრამ მაგარია...)
უფრო კარგად მოვემზადები კონკურსისთვის და ჩემი ბლოგისთვის...(აი ასე სასიამოვნო შევუთავსო სასარგებლოს)

05
მარტი,2020 წელი
რაღაც უაზრო დღეებია, უგონო  პანიკა,ფეისბუქზეშესვლა აღარ მინდა, რას არ წერენ...ჩინეთი,იტალია,ესპანეთი..
ღმერთო დაიფარე ჩვენი პატარა საქართველო..
ხო მართლა, შესვლაზე გამახსენდა, ახლა რეალურად ფეისბუქის გარდა ვერც ვერსად შედიხარ, მეზობელთანაც კი...თვითიზოლაციის პირობებში ვცხოვრობთ.  ერთადერთი ადგილი სადაც გველიან ეს თიმსია  ონლაინ გაკვეთილებზე მასწავლებლები და თანაკლასელები და სოციალურ ქსელებში...პრინციპში აქ არც გელიან-  გინდა შედი გინდა არა😊

20
მარტი,2020 წელი
დღეს ჩემი კლასელის დაბადების დღეა,ონლაინ მივულოცეთ ვუმღერეთ.(ამასაც თავისი ხიბლი ჰქონია)
ალბად კონკურსი აღარ იქნება,არადა რომ იყოს ზუსტად ვიცი რა თემაზე  გავაგრძელებ მუშაობას...(იღბალი უნდა ყველაფერს...)

26
მარტი,2020 წელი
დღეს,კონკურსიმე და კონსტიტუცია“- პირველი  ტური უნდა  გამართულიყო. არადა, როგორ ვემზადებოდით.(სკოლიდან ორი სხვადასხვა გუნდი ჩავერთეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, მაინც ჩემი გუნდი მოიგებდა)
ისე კი მინდოდა სამცხე-ჯავახეთში ჩემ სკოლას გაემარჯვა.ამბიციური ვარ.მგონი კარგია ან ??? (ჩემი მეზობელი მახსენდება ყველა ასეთ შემთხვევაში, რას გადავეკიდე ამ კაცს???)

30
მარტი,2020 წელი
ეს ქვეყანა ჩემია“  კონკურზე მეფიქრება ისევ ( თუნდაც KOVID-19 ინფექცია შეპარული ქვეყანა- ჩემია, თავზე ვიღებ...)
ბლოგი მინდა, ისევ ბლოგიოღონდ დღიურის სახით, სადაც მიმდინარე მოვლების ასახვის ფონზე საკუთარ განცდებზეც თავისუფლად, მხატვრულად (განსაკუთრებით კარგად მელანოს გამოსდის ეს...) ვისაუბრებთ მე და ჩემი თანატოლები, გამოწვევებზე, რომელიც უჩვეულო რეალობას მოჰყვა და მათი დაძლევის ჩვენეულ ვერსიებს შევთავაზებთ მკითხველს. ისევ ამბიციური განაცხადია?, მაგრამ რატომაც არა

ვიცი უკვე რაც მინდა, უშუალოდ ჩვენსბლოგს კოვიდ-19 მივუძღვნი, თან შევეცდები ისე -კონკურსის მიზანს რომ არ ავცდე ...

07 თებერვალი ,2020  დღეს სკოლაში ახალი კონკურსის შესახებ გვესაუბრნენ ,, ეს ქვეყანა შენია “ ( ჩვენში დარჩეს და ეს ისედაც ვიცო...